ჯოკრის წესები
ჯოკერი ოთხი მოთამაშის თამაშია — ინდივიდუალურად ან წყვილებში (2×2). ყოველ დარიგებაზე უკვეთავ, რამდენ ხელს აიღებ, და ქულებს ზუსტი შეკვეთა მოაქვს.
კარტი და ფორმატები
36 კარტი, სადაც ორ შავ ექვსიანს ორი ჯოკერი ცვლის. ჯოკერი შეიძლება ჩამოხვიდე როგორც უმაღლესი ან როგორც უმდაბლესი.
- სტანდარტული — 24 დარიგება: 1-დან 8 კარტამდე, ოთხი ცხრიანი, 8-დან 1-მდე და კიდევ ოთხი ცხრიანი.
- ცხრიანები — ოთხი ნაკრები, თითოში ოთხი ცხრაკარტიანი დარიგება.
ცხრაკარტიან დარიგებაზე ჯერ სამი კარტი ირიგდება; დამრიგებლის შემდეგი მოთამაშე ირჩევს კოზირს ან უკოზიროს, შემდეგ დანარჩენი ექვსი კარტი იხსნება და იწყება შეკვეთა.
შეკვეთა და ქულები
- ზუსტი შეკვეთა: 50 ქულა თითო ხელზე + 50.
- ყველა ხელის შეკვეთა და აღება: 100 ქულა თითო ხელზე.
- შეკვეთის ჩაგდება: 10 ქულა თითო აღებულ ხელზე.
- ხიშტი — თუ რამე შეუკვეთე და ვერცერთი ხელი ვერ აიღე: −200, −500 ან „საცა წამოგეწევა“ (−100 თითო დარიგებულ კარტზე). ეს მაგიდის შექმნისას ირჩევა.
ქულები ჩანაწერში ჯოკრის ტრადიციული ფორმით იწერება: 180 ქულა — 1.8.
პრემია და მოშლა
ყოველი ნაკრების ბოლოს მოთამაშე, რომელმაც ყველა შეკვეთა ზუსტად შეასრულა, თავის საუკეთესო დარიგების ქულას კიდევ ერთხელ იღებს (×2). ვინც შეკვეთა ჩააგდო, მისი ყველაზე მაღალი დადებითი ქულა იშლება.
წყვილები 2×2
წყვილებში პირველი და მესამე ადგილი მეორე და მეოთხეს ეთამაშება. ყველა თავის შეკვეთას თვითონ ასრულებს, ბოლოს კი წყვილის ქულები იკრიბება და იმარჯვებს წყვილი უფრო მაღალი ჯამით.